ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მისთვის ბრალის წარდგენა თბილისის მთავარ სამმართველოში მოხდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.