გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქციას გამართეს. მათ ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გადადგომა მოითხოვეს. ოპოზიციური გაერთიანების წევრები ამბობენ, რომ გეგეშიძეს და მის მომხრეებს ხელისუფლება მფარველობს და სწორედ ამიტომ არ ერიდება ის ევროპის ჩემპიონების ცემას. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის მიზანი ქვეყანაში სამართლიანი გარემოს შექმნაა. ისინი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.