ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ,სასამართლო წესით დაიკითხებიან, - ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ.