ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარი ჩხუბის თვითმხილველების გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოკითხულთა შორის არიან სპორტსმენები, ასევე მწვრთნელები, ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა თვითმხილველები. შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ფეისბუქში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ.ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, სასამართლო წესით დაიკითხებიან.