არქიმანდრიტ კირიონ ონიანის ინფორმაციით, ჩიჩხიტურის მონასტრამდე აზერბაიჯანულ მხარეს 4-კილომეტრიანი გზა უკვე გაყვანილი აქვთ და დაახლოებით, ნახევარი კილომეტრია დარჩენილი. როგორც არქიმანდრიტი კირიონი ამბობს, სამუშაოები დღის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობდა. მისივე ინფორმაციით, მონასტერი ამ დრომდე ჩაკეტილია.არქიმანდრიტი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლების ქმედებები მკაფიო და შედეგის მომტანი არ იქნება, მონასტერს სამოქალაქო საზოგადოება და სასულიერო პირები დაიცავენ. მისივე ინფორმაციით, ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან, თუმცა, როგორც სასულიერო პირი ამბობს, მას ტელეფონით საგარეო საქმეთა სამინისტროდან და მთავრობის კანცელარიიდან ესაუბრნენ.