ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რასაც "ეკლესიაც მიესალმებოდა", თუმცა, მისი მტკიცებით, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯისგან თავი შეიკავა.მიტროპოლიტმა დანიელმა საკუთარი პიზიცია დეკანოზ მამალაძის მხარდამჭერებთან დაკავშირებითაც დააფიქსირა, მისი შეფასებით, ისინი ხშირად "არათანმიმდევრულები" არიან. მისივე თქმით, ეკლესია დეკანოზ მამალაძის შეწყალებას ახლაც მიესალმება.შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.