ჭიათურის საბაგირო და დავით გარეჯი „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ ფინალისტებს შორის მოხვდაჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ფედერაციის - ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვდა. როგორც კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საბაგირო გზების გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებაში უპრეცენდენტო მოვლენაა. ქართულ ძეგლებთან ერთად, 12 ფინალისტს შორის მოხვდა გამორჩეული ძეგლები ავსტრიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ალბანეთიდან. ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის საბოლოო სია კი, მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდება.