ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. გაგა ბოჭორიშვილის დაღუპვის მიზეზი მისი სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყოლა გახდა. ის დარკვეთის მაღაროში ორი წელი მუშაობდა. ადგილობრივი მუშები ამბობენ, რომ უბედური შემთხვევეის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები იყო დარღვეული, რადგან, სავარაუდოდ, სატვირთოსა და კედელს შორის საკმარისი მანძილი არ იყო.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.