ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც მაღაროში ელმავლის მემანქანედ მუშაობდა. ის სამსახურში ორი დღის მიღებული იყო. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.