ჭიათურაში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა - Palitra News

ჭიათურაში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა

2020-01-08 12:06:26+04:00

ჭიათურაში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ჭიათურაში, კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს.

მკურნალი ექიმის ინფორმაციით პაციენტი მათთან 7 იანვარს შეიყვანეს. შეყვანისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო და იგი ნახევარ საათში გარდაიცვალა.