ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. გაფიცული მაღაროელები გადაწყვეტილების მოლოდინში "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისის წინ არიან შეკრებილი. ერთ-ერთი მაღაროელის განცხადებით ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის. მისივე თქმით, გაფიცულია ყველა თანამშრომელი და ღამით მაღაროს არ უმუშავია. შეგახსენებთ, მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.