უბედური შემთხვევა ჭიათურის რაიონის სოფელ დარკვეთში - ქვიშის კარიერზე მუშაობისას ჩამოშლილმა ქანებმა ტრაქტორი მოიყოლა. შედეგად ტრაქტორის მძღოლი გარდაიცვალა. 32 წლის ახალგაზრდამ მამაკაცმა ტრაქტორის მძღოლად მუშაობა ორი კვირის წინ დაიწყო. შპს დარკვეთი 2009-ის მენეჯერის ზაქრო თურმანიძის თქმით ქანებმა ჩამოშლა მოულოდნელად დაიწყო. დიდი რაოდენობით წამოსულმა ქვიშამ ტრაქტორი ფაქტობრივად დაფარა, გარდაცვლილი მძღოლის ამოყვანა სამაშველო სამსახურის დახმარებით გახდა შესაძლებელი. გამოძიება დაიწყო