ჭიათურაში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გაიფიცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის წევრები დღეს მაღაროელს შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, გაფიცულები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
"ჩვენი ორგანიზაცია იქ იქნება, სადაც მაღაროელები იქნებიან და ნებისმიერ პროცესებში შეეცდებიან დაიცვან მათი ინტერესები", - აცხადებენ პროფკავშირებში.