ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა - Palitra News

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

2019-05-23 09:04:49+04:00

ჭიათურაში გაფიცულმა რამდენიმე მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მაღაროელები ამ ფორმით მათი მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებს. მათი განცხადებით, პირს ყოველ დღე თითო მაღაროელი ამოიკერავს.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენება შეწყვიტა.