ბრიუსელის მეცნიერების ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჭიანჭველებს სარკეში თავისი გამოსახულების ცნობა შეუძლიათ. ზოგიერთი ძუძუმწოვრისთვის დამახასიათბელი ეს თვისება შეიძლება, თვითშეგნების ნიშნად ჩაითვალოს. ბელგიელმა ენტომოლოგებმა მარი-კლერმა და როჯერ კამმერმა გამოაქვეყნეს 2015 წლის კვლევების შედეგები (სამი წლით ადრე კამმერმა დაამტკიცა, რომ ჭიანჭველებს შეუძლიათ ფერებისა და გეომეტრიული ფიგურების გარჩევა). ცდებს წითურ ჭიანჭველებზე (Myrmica) ატარებდნენ.
იხილეთ ვრცლად zooclub.ge-ზე