„ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ხალხის ფულის ხარჯვას და განკარგვას გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ბიუჯეტის პროექტში არ არის ასახული არცერთი ის საჭიროება, რაც დღეს შიმშილის ზღვარზე მყოფ მოქალაქეებს აწუხებთ.
დოკუმენტს, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა, არ ჰქვია ბიუჯეტი, ამას ჰქვია „ქართული ოცნების“ თავხედური განაცხადი, მოგვეცით ბიუჯეტის და ხალხის ფულის კიდევ ერთხელ ხარჯვის უფლება - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია „ევროპული საქართველო" 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.