ამერიკულმა სანავთობო კომპანიამ Chevron-მა ერაყის ტერიტორიიდან საკუთარი თანამშრომლები გაიყვანა. თუმცა, კომპანიაში არ აკონკრეტებენ, თუ რა რაოდენობის პერსონალზეა საუბარი. ამის შესახებ CNN-ი წერს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იმ ფონზე განხორციელდა, როცა გამწვავებულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ტელეკომპანიის ცნობით, კომპანიის საქმიანობა ამ ქვეყანაში ადგილობრივი თანამშრომლების მეშვეობით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, შტატებმა ერაყის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად, ირანელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.