ამერიკული სანავთობო კომპანია Chevron-ი აცხადებს, რომ 2028 წლამდე ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის მიმართულებით, ინვესტიციებს არსებული 3 მილიარდიდან 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.
გეგმა ითვალისწინებს 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას კომპანიის საქმიანობაში, რომელმაც უნდა შეამციროს ნახშიროჟანგის გამოყოფა ატმოსფეროში. გარდა ამისა, დაგეგმილია განახლებადი ბუნებრივი აირის (ბიომეთანის) წარმოება მილიონ 140 ათას კუბურ მეტრამდე დღე-ღამეში, წყალბადის 150 ათას ტონამდე დღე-ღამეში და სხვა ტიპის განახლებადი საწვავის 100 ათას ბარელამდე დღე-ღამეში.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ფონზე, Chevron-ის აქციებზე ფასმა ზრდა დაიწყო. ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია მიმდინარე წელს 16%-ით არის გაზრდილი.