უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ტურისტებისთვის ჩერნობილის დახურული ზონა გაიხსნება. როგორც მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, - „ტურისტებისთვის „მწვანე დერეფანი“ შეიქმნება“.
მისი თქმით, აღნიშული გადაწყვეტილებით, ეს ზონა უკრაინის ერთ-ერთი მიმზიდველი წერტილი გახდება.ცნობისთვის, ჩერნობილის ატომური სადგური 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა. შედეგი კატასტროფული იყო, თუმცა ტრაგედიის სრულ მასშტაბზე მხოლოდ ათეულობით წლების შემდეგ დაიწყეს საუბარი. იმ დროისთვის ჩერნობილში თითქმის, 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
ამჟამად რადიაციის გამო სახიფათო ტერიტორიების მონახულება აკრძალულია. თუმცა, უკრაინელი ტურ-ოპერატორები ტურისტებისთვის უსაფრთხო მარშრუტების დაგეგმვას მაინც ახერხებენ.