უშიშარი ტურისტები მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ადგილის ნახვას შეძლებენ, სადაც რადიაციის დონე დასაშვებზე 40 ათასჯერ მეტია. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საკონტროლო ოთახში მოხვედრამდე, ვიზიტორებს სპეციალური აღჭურვილობის მორგება მოუწევთ.მიმდინარე წლის 10 ივლისს უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე ექსპლუატაციაში ახალი სარკოფაგი შევიდა. ის ავარიულ ბლოკს 100 წლის განმავლობაში დაიცავს. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში ავარია მოხდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში.აფეთქების დღეს სადგურში 31 ადამიანი დაიღუპა, დასხივების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა. მათი რაოდენობა ამ დრომდე დაზუსტებულიც კი არ არის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩერნობილის მოვლენებს 4 000 ადამიანი შეეწირა.