ჟურნალისტ ელისო კილაძის მეუღლე, ვიცე- პოლკოვნიკი გრიგოლ ხარშილაძე სახელმწიფოს, პროტესტის ნიშნად ჯილდოს უბრუნებს, რომელიც მას მხედრული მამაცობისთვის გადაეცა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ელისო კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, მისმა მეუღლემ აღნიშნული ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკანონოდ მოხდა მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება. ელისო კილაძემ აღნიშნული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გააკეთა და ის წერილიც წაიკითხა, რომელიც მის მეუღლეს, ვიცე პოლკოვნიკ გრიგოლ ხარშილაძეს ეკუთვნის.