03:48
31 მაისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
ჩემთვის წარმოუდგენელია, მაია ცქიტიშვილს სერიოზული ინვესტორისთვის ეთქვას, რომ არ სჭირდება - გიორგი ქობულია
16-09-2019

არც ერთი ფაქტი იმის, რომ მთავრობა ჩემი მინისტრობის დროს ბლოკავდა ანაკლიის პორტის პროექტს, არ მაქვს,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ქობულიას თქმით, ხელისუფლება პროექტს ობიექტურად აფასებდა და მისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, როდესაც ხელის შეშლაზე საუბრობს.

„ჩემი მინისტრობის პერიოდში მე ვერ შევამჩნიე და არც ერთი ფაქტი არ მაქვს, სადაც შემიძლია ვთქვა, რომ კონსორციუმის მიმართ ანაკლიის პროექტის კონტექსტში გამოხატულიყო უარყოფითი გზავნილი. ჩვენ ამ პროექტს ვიხილავდით და ვმსჯელობდით ობიექტურად და ფაქტებზე დამყარებით.

ვერ დავასახელებ ვერც ერთ ვალდებულებას, რომელიც მთავრობის მიერ იყო აღებული და რომელიც მთავრობამ არ შეასრულა. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რა იგულისხმება იმაში, როდესაც კონსორციუმი ამბობს, რომ მათ ხელს უშლიან“,-აცხადებს ქობულია.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს მაია ცქიტიშვილის მისამართით, რომლის მიხედვითაც მინისტრმა ინვესტორს უარი უთხრა, აღნიშნულზე ქობულია ამბობს, რომ ის მაია ცქიტიშვილს კარგად იცნობს და მისთვის წარმოუდგენელია, ცქიტიშვილს „სერიოზული ინვესტორისთვის ეთქვას, რომ არ სჭირდება“.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები