პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს. მან საკუთარი პოზიცია ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ პოლიციელის მკვლელობაში ან სხვა ნებისმიერ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება მისთვის მიუღებელია. მისივე განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა და ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ამასთან პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს პასუხისმგებელი ადამიანი, ვინც პასუხი უნდა აგოს უკვე განხორციელებულ შეწყალებაზე.