ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის მარადიული ღირებულებები, როგორიცაა ქალის პატივისცემა, ვიდრე გარკვეული ფსევდოლიბერალურ-ენჯეოშნიკური ღირებულებები, რომელიც დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ისწავლება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვატო შაქარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის შეფასებას, რომელიც მის ფრაზას - „რა არის ეს? ბოზი ქალებივით ყვირიხართ“ მოჰყვა.ვატო შაქარიშვილის განმარტებით, „პოლიტიკოსებს გვმართებს მოთმინება, მაგრამ არა უსაზღვრო“. მან გუშინ მომხდარ ინციდენტს „სამწუხარო შემთხვევა“ უწოდა.