10:28
24 ივლისი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჩემთვის არაფრით განსხვავდებიან ბოკერია, ხოშტარია, ვასაძე და ფალავანდიშვილი - გიორგი გახარია
11-07-2019

ბოკერია, ხოშტარია და ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური და ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული ჯგუფებია, ჩემთვის და არც ერთი პოლიციელისთვის ისინი არაფრით არიან განსხვავებული, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, როდესაც მან გაიხსენა 8 ივლისი და ქალაქში ჩატარებული 4 აქცია.

მინისტრის თქმით, „ერთი და ორი აქცია ჩატარებულა ამ ქვეყანაში, რომელზეც შსს-ს და პოლიციას ზრუნვის მეტი მოქალაქეების მიმართ არაფერი გამოუჩენია“.

„8 ივლისს, როცა ქალაქში ჩატარდა 4 აქცია, მათ შორის, ორი ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული , როცა ერთ მხარეს გვყავდნენ ბოკერია, ხოშტარია და მეორე მხარეს ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური და ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული ჯგუფები, ჩემთვის ისინი არაფრით არიან განსხვავებული. როცა პუშკინის სკვერში იკრიბება, შეიძლება, სამართლიანი პროტესტისთვის და პოლიცია სთხოვს, რომ იქ არის აგრესიულად განწყობილი ჯგუფი და იქნება აქ გამოთქვათ აზრი, და როცა ეს ხალხი, ვითომ ინტელექტუალური ოპოზიცია ამოფარებული ახალგაზრდებს და მათ ემოციებს, იძახის, რომ ჩვენ ამათ ვერ ვაკონტროლებთ და აუცილებლად მარში და მსვლელობა უნდა ჩავატაროთ, რომ შევქმნათ დაპირისპირების კიდევ ერთი კერა, რა დავარქვათ ამას? ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ჩემთვის და არც ერთი პოლიციელისთვის მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის“,- განაცხადა გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“.


AutoPlay
ჩინეთის განცხადებით, აშშ გლობალურ სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
ლევან სამუშია 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერი ბორის ჯონსონი მთავრობის ფორმირებას დღეიდან დაიწყებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მიხეილ ქარელი - ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაგრძელდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები