დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კითხვა დაუსვა, იგი დაინტერესდა იმის შესახებ თუ რა დამსახურებები აქვს მას რის გამოც თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს. როგორც შალვა თადუმაძემ განაცხადა, ის საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის უკომპრომისო იყო და არასდროს ერიდებოდა საკუთარი აზრის გამოთქმას არც საპარლამენტო მდივნის და არც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის განმავლობაში. მისივე თქმით, ყველა მის გადაწყვეტილებაზე და ასევე წელიწადნახევრის განმავლობაში ყველა პროკურორის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი თავად არის.როგორც თადუმაძემ აღნიშნა სწორედ ამ მიზეზების გამო იგი თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს.