გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე სექსუალი ხასიათის სხვა გვარი ქმედების ჩადენაში.დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ნებიერიძემ. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ დანაშაულში უდანაშაულოა და ის დანაშაულის შეუტყობინებლობაში უნდა სცნონ დამნაშავედ.
იხილეთ: