დღეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი სტარტს აიღებს. მერვედფინალურ დაპირისპირებებში 16 გუნდი გავიდა, რომელიც 2018/19 წლების სეზოონის საუკეთესო გუნდის წოდებისთვის იბრძოლებენ. დღეს 00 საათზე 2 მერვედფინალური დაპირისპირება გაიმართება. პირველი მატჩი მარადიულ ქალაქში, რომში შედგება, სადაც ადგილობრივი რომა პორტუგალიის პორტოს უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური გუნდი საუკეთესო კონდიციებში არ არის, პარალელურად კი პორტო პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში პირველ ადგილს იკავებს, რომაელებო მაინც ფავორიტად მიიჩნევიან. დღევანდელ მატჩში რომას მეკარე ოლსენი, ნახევარმცველები პეროტი და უნდერი ვერ დაეხმარებიან, ასევე კოსტას მალონასისა და პატრიკ შიკის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პორტოს რიგებში დანამდვილებით ვერ ითამაშებს აბუბაკარი, კორონა და მარეგა, ასევე მარიუშისა და პერეირას თამაშიც საეჭვოა.
დღის მეორე თამაში ალბათ მიმდინარე ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირებაა. ოლე გუნარ სოლსკიაერის ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მანჩესტერ იუნაიტედო, შეიხი ხელაიფის და თომას თუხელის პარიზ სენ ჟერმენს დაუპირისპირდებიან. მატჩი ოლდ ტრაფორდზე შედგება და ბოლოდროინდელი შედეგების გათვალისწინებით, ექსპერტები მანჩესტერს, რომ ფავორიტად მოიაზრებენ ეს გასაკვირიც არ არის. სოლსკიაერმა მანიკუნიანური გუნდის მწვრთნელის პოსტზე 11 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 10 მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულდა. ბრწყინვალე სტატისტიკურ მონაცემებს ემატება ისიც, რომ ფაქტობრივად ინგლისურ კლუბს დანაკლისი არ აქვს, პარიზულ გუნდში კი საკადრო პრობლემები ნამდვილად დგას. ფრანგებს დღევანდელ შეხვედრაში ტომას მუნიე, ედინსონ კავანი და ნეიმარი ვერ დაეხმარებათ.