20:26
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი
21-08-2019

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი რაუნდის სამი მატჩი გაიმართა.

გათამაშების შარშანდელი ნახევარფინალისტი "აიაქსი" ნიქოზიაში "აპოელს" დაუზავდა (0:0).

სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ სხვა მხრივ მეტოქე ვერაფრით ვერ დაჯაბნეს დ ფრეს დასჯერდნენ, თუმცა მათთვის საპასუხო შეხვედრის წინ ეს უკვე საკმაო ფორა გახლავთ.

მსაჯმა მე-80 წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ამსტერდამული გუნდის მცველი მაზრაუი.
პრაღის "სლავიამ" რუმინეთში 1:0 მოუგო "კლუჟს", მასოპუსტმა საოცარი გოლი გაიტანა კუთხურიდან ჩაწოდებულს ბურთს ჰაერში დაარტყა და საჯარიმოს გარედან შეაგდო.

ხოლო "ბრიუგემ" ავსტრიაში პენალტით 1:0 სძლია "ლასკს".
დღეს, 21 გვისტოს პლეი-ოფის კიდევ სამი მატჩი ჩატარდება:

დინამო (ზ) - რუსენბორგი
იანგ ბოიზი - ცრვენა ზვეზდა
ოლიმპიაკოსი - კრასნოდარი

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები