09:23
13 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა სტამბულში აღარ გაიმართოს
17-10-2019

უეფას ვიცე პრეზიდენტის, მიშელ უვას განცხადებით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია განიხილავს მოწოდებებს 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩასატარებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას სტამბოლმა უნდა უმასპინძლოს, თუმცა მრავალი ექსპერტი და გულშემატკივარი უეფასგან ითხოვს, თურქულ ქალაქს ფინალის მიღების უფლება ჩამოართვას. ამის მიზეზი სამხედრო ოპერაციაა, რომელიც თურქეთმა სირიაში ქურთების წინააღმდეგ წამოიწო.

უკმაყოფილება კიდევ უფრო მას შემდეგ გამძაფრდა, რაც თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებმა გოლები სამხედრო სალამით აღნიშნეს, რაც პროვოკაციულ ჟესტად შეფასდა. ასევე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით საფრანგეთის სპორტის მინისტრი გამოვიდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები