ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფური ეტპის უკანასკნელი ტურის პირველი სათამაშო დღე გაიმართა და 4 ჯგუფიდან პლეიოფში გამსვლელთა ვინაობა ოფიციალურად დადგიდნგა. ე ჯგუფიდან ბოლო ტურში ლივერპულმა სტუმრად ზალცბურგს მოუგო და პირველი ადგილი დაიკავა, ამავე ჯგუფში მეორე პოზიციას დასჯერდა იტალიური ნაპოლი, რომელმაც თავის მხრივ გენკს სძლია, 12 ქულა მოაგროვა, თუმცა იურგენ კლოპის გუნდს მინიმალური სხვაობით ჩამორჩა.
ეფ ჯგუფში კატალონიის ბარსელონამ დორტმუნდის ბორუსიას დიდი საჩუქარი გაუკეთა და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის საგზური ფაქტობრივად აჩუქა. ბარსამ სტუმრად ჯუზეპე მეაცაზე ინტერს 1-2 მოუგო და 14 ქულით ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, თავის მხრივ დორტმუნდმა სლავიას სძლია და 10 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბი მატჩზე ნახევრად სარეზერვო შემადგენლობით გავიდა, თუმცა ინტერმა მათი დამარცხება მაინც ვერ შეძლო.
ძალიან საინტერესო გამოდგა ჯი ჯგუფი. ლაიპციგი საფრანგეთში ლიონს დაუპირისპირდა. გერმანელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე 33 წუთზე მეტოქეს 2 პენალტის წყალობით ამარცხებდნენ, თუმცა საბოლოოდ ფრანგებმა მატჩის ფრედ 2-2 დასრულება შეძლეს, რაც როგორც აღმოჩნდა მათთვის გადამწყვეტი გამოდგა. პარალელურად ბენფიკამ სახლში ზენიტს 3-0 მოუგო და ლიონის აღებული 1 ქულა პლეიოფში გამსვლელი გამოდგა. თავის მხრივ ბენფიკამ 7 ქულით ევროპა ლიგის საგზური მიიღო.
ეიჩ ჯგუფში ვალენსიამ ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო. ესპანური გუნდი ამსტერდამში აიაქსს დაუპირისპირდა, 24-ე წუთზე გოლი გაუტანა და შემდეგ ამ ანგარიშის შენარჩუნება შეძლო. ამ მოგებით ვალენსიამ 11 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, აიაქსი კი 10 ქულით მესამეზე გავიდა. მეორე პოზიციას ჩელსი 11 ქულით დასჯერდა, რომელმაც ლილს 2-1 მოუგო.