ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ, ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტურის პირველი სათამაშო დღე დასრულდა, რომელიც ცალსახად ძალიან შედეგიანი გამოდგა. 5-5 გოლის გატანა ერთდროულად 3-მა გუნდმა შეძლო. პარიზ სენ ჟერმენმა ბრიუგეს 0-5 სტუმრად მოუგო, ანალოგირუი ანგარიშით იმარჯვა ტოტენჰემმა სახლში ცრვენა ზვეზდასთან და 5-1 იმარჯვა მანჩესტერ სიტიმ. ამ მატჩებშუ გამორჩეულები კილიან მბაპე და რაჰიმ სტერლინგი იყვნენ. ფრანგმა 3 გოლი და 1 ასისტი, სულ რაღც 30 წუთში მიითვალა, ხოლო სტერლინგმა იგივე მაჩვენებელს ერთი გამომუშავებული პენალტი დაუმატა. რთული მატჩი მოიგო ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ტურინის იუვენტუსმა, რომელიც სახლში მოსკოვის ლოკომოტივს დაუპირისპირდა. მატჩში ანგარიში 30-ე წუთზე ალექსანდრ მირანჩუკმა გახსნა. მიუხედავად მრავალი მცვდელობისა, რუსების კართან სახიფათო ეპიზოდები 77-ე წუთამდე არ იქმნებოდა. ტაბლოზე თანაფარდობა პაულო დიბალამ აღადგინა, შემდეგ კი ზუსტად 2 წუთში იგივე დიბალამ, საკუთარ გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გული გაიტანა.
გამორჩეული გახლდათ პირეოსის ოლიმპიაკოსისა და მიუნხენის ბაიერნის მატჩი. 23-ე წუთზე ანგარიში ბერძნების შემტევმა ელ არაბიმ გახსნა, რომელსაც მალევე რობერტ ლევანდოვსკიმ უპასუხა. 62-ე წუთზე კვლავ ლევანდოვსკიმ, კვლავ მიულერის გადაცემით საკუთარი გუნდი დააწინაურა. 75-ე წუთზე კორენტინ ტოლისომ ულამაზესი დარტყმით ბეირნის მესამე გოლი გაიტანა, ხოლო წერტილი ოლიმპიაკოსის გილერმემ დასვა.
მიუხედავად ანგარიშისა ძალიან კარგი მატჩი შედგა გალათასარაისა და მადრიდის რეალს შორის. ლიგის 13 გზის ჩემპიონმა სტუმრად მეტოქეს 1-0 მოუგო. იმ ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ტონი კროოსი გახლდათ, რომელმაც თავი მე-18 წუთზე გამოიჩინა. რეალმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ა ჯგუფში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.
ასევე 1-0 მოიგო ატლეტიკო მადრიდმა. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა თავიანთთვის ჩვეულ, პრაგმატულ სტილში ლევერკუზენის ბაიერს მოუგეს და ტურინის იუვენტუსთან ერთად ჯგუფში, 7 ქულით ლიდერია. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ალვარო მორატა გახლდათ, რომელმაც თავი 78-ე წუთზე გამოიჩინა.