ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ლივერპულის შემდეგ, მეორე ფინალისტიც გაოვლინდა. ნახევარფინალში ერთმანეთს აიაქსი და ტოტენჰემი დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ინგლისში, ჰოლანდიელთა გამარჯვებით 0-1 დასრულდა, იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე გამართული მატჩი კი ნამდვილად საოცარი იყო. აიაქსმა სტანდარტულად აქტიურად დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო. უკვე მეხუთე წუთზე მატიას დე ლიხტმა თაური დარტყმით შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ზუსტად ნახევარ საათში კი ბრწყინვალე კომბინაცია ჰაკიმ ზიეჩმა დააგვირგვინა და პირველი ტაიმის ანგარიში 2-0 დააფიქსირა. უაღრესად რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ტოტენჰემს მეორე ტაიმში გარდა უკანმოუხედავი შეტევისა არაფერი ჰქონდა დარჩენილი. პოჩეტინიომ შეუტია და შედეგიც სახეზეა. ლუკას მოურა 55-ე წუთზე სწრაფად შეიჭრა საჯარიმოში და 1 ბურთი გაქვითა. ზუსტად 4 წუთში, იგივე მოურამ მეორე გოლის გატანა შეძლო. ამჯერად მან, საჯარიმოში რამდენიმე მეტოქე მოატყუა, შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გაერკვა და მომენტი გოლით დააგვირგვინა. მატჩის დამატებულ მეექვსე წუთზე კი ნამდვილი სასწაული მოხდა. ბრწყინვალე კომბინაციის თავში კვლავ მოურა აღმოცნდა, ამტერდამელებს ბოლო სასიკვდილო დარტყმა მიაყენა და პოჩეტინოს გუნდი ფინალში გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლივერპულსა და ტოტენჰემს შორის 1 ივნისს გაიმართება.