ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი წრის საპასუხო მატჩში ლივერპულმა მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა, 1:0 მოუგო, მაგრამ დამატებით დროის შემდეგ 2:3 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში მადრიდში ატლეტიკომ 1:0 მოიგო, მაშინ გამარჯვების გოლი საულ ნიგესმა გაიტანა. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა ტიტული ვერ დაიცვა, მეოთხედფინალში კი ატლეტიკო გავიდა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში 4:2 იმარჯვა. პირველი გოლი ვეინალდუმმა ოქსლეიდ ჩემბერლენის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. მეორე ტაიმიც სრულად მერსისაიდელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა იან ობლაკმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და საოცარი სეივები განახორციელა. დამატებით დროში მატჩი გახალისდა, დარჩენილ 30 წუთში გუნდებმა 4 გოლი გაიტანეს, ერთხელ ბობი ფირმინომ, ორჯერ კი მარკოს ლორენტემ გაიტანეს. მატჩში წერტილი ალვარო მორატამ დასვა და საბოლოო ანგარიში 2-3 დააფიქსირა.