ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალური ეტაპით დაბრუნდა. დღეს თბილისის დროით 23 საათზე 2 დაპირისპირება გაიმართება. დღის პირველი მატჩი ენფილდ როუდზე ლივერპულისა და პორტოს დაპირისპირება იქნება,. წყვილში უპირობო ფავორიტი ინგლისური კლუბია, თუმცა პორტუგალიელებიც ბრწყინვალე ფორმაში არიან. ტრავმების გამო ლივერპულის რიგებში გომესის და ლალანას თამაში საეჭვოა, რობერტსონი კი შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. გაცილებით უფრო დიდი პრობლემები აქვს პორტოს. დანამდვილებით მატჩი მონაწილეობას აბუბაკარი, კოსტა, ექტორ ერერა და პეპე ვერ მიიღებენ. ასევე ფაბიანოს, მარიუშის და ალექს ტელეშის თამაში საეჭვოა. დღის ცენტრალური მატჩი, ლონდონში ტოტენჰემ ჰოტსპურის ახალ სტადიონზე გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. ექსპერტები აქ ფავორიტად მანჩესტერულ გრანდს მიიჩნევს, რომელიც უკვე ზედიზედ 14 შეხვედრაა იგებს. ამ მხრივ პრობლემები აქვს ტოტენჰემს, ბოლო 15 მატჩიდან პოჩეტინოს გუნდმა 7 მარცხი 1 ფრე და 7 მოგება მოახერხა. დღევავანდელ შეხვედრაში მასპინძლებს ერიკ დაიერი და ერიკ ლამელა ვერ დაეხმარება, ხოლო ორიესა და ლორენტეს თამაში საეჭვოა. ანალოგიურად პრობლემები აქვს ხოსეპ გუარდიოლასაც. იგი ზინჩენკოს, დელფს და ბრავოს ვერ გამოიყენებს, ხოლო მიკრო ტრავმები აწუხებთ სერხიო აგუეროს და კაილ უოლკერს, რომელთა თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდნენ, სადაც სიტიმ 1-0 მოიგო.