ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ, ჩემპიონთა ლიგაზე უკანასკნელი ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. დღის პირველი მატჩი, მიუნხენში, ალიანს არენაზე შედგა სადაც, ბაიენრი ლივერპულს დაპირისპირდა. პირველი დაპირისპირება ენფილდზე ფრედ 0-0 დასულრდა. შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე სადიო მანემ გახსნა, რომელსაც 39-ე წუთზე ჟოელ მატიფის ავტოგოლით ბაიერნმაც უპასუხა. პირველი ტაიმის მეტ ნაკლებად თანაბარი გამოვიდა, მეორე ნახევარში კი სრული უპირატესობა ლივერპულმა ჩაიგდო, მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა, საერთო ჯამში 1-3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. გოლების ავტორები ვირჯილ ვან დაიკი და სადიო მანე გახდნენ, რომელმაც დუბლი შეასრულა. დღის მეორე მატჩი ბარსელონაში კამპ ნოუზე გაიმართა, სადაც კატალონურმა კლუბმა ლიონი მიიღო. ბაიერნი ლივერპულის მსგავსად აქაც პირველი დაპირისპირება ფრედ 0-0 დასრულდა, შემდეგ ეტაპზე გასვლის უპირობო ფავორიტად კი მასპინძლები მიიჩნეოდნენ. ანგარიში მალევე გაიხსნა, მე-18 წუთზე ლუის სუარესის წაქცევის გამო 11 მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ ულამაზესი პანენკათი გაიტანა. 13 წუთში ბარსელონამ კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო, ლუის სუარესმა ჯერ მეტოქის დაცვა ერთი მოძრაობით ჩამოიტოვა, შემდეგ კი კოუტინიოს ცარიელ კარში გაატანინა. ამის შემდეგ ბარსელონა ინერტული გახდა, მეტოქეს ბურთი დაუთმო, რაც მათთვის ცუდად დასრულდა, 58-ე წუთზე ლიონმა ანგარიშის შემცირება ტუსარის გოლით, 58-ე წუთზე შეძლო. კვლავ გააქტიურებულმა კატალონურმა გუნდმა მეტოქე აღარ დაინდო. ჯერ მესიმ 78-ე წუთზე ბრწყინვალე ცრუ მოძრაობებით მეტოქის დაცვა გააბრუა, და მესამე გოლი გაიტანა, შემდეგ არგენტინელმა ლიონი კონტრ შეტევაზე დაიჭირა და პიკეს ცარიელ კარში გაატანინა, ხოლო 86-ე წუთზე კვლავ ლეოს პასით უსმან დემბელემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 5-1 დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური კენჭისყრა ხვალ თბილისი დროით 15 საათზე გაიმართება.