ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე, მეორე სათამაშო დღე გაიმართა, სადაც კვლავ 2 მატჩი შედგა. დღის პირველ მატჩში უემბლიზე ლონდონის ტოტენჰემმა დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები დაძაბულ და თანაბარ მატჩს ვარაუდობდნენ, ეს ასე არ მოხდა. მასპინძლებმა ბორუსია 3-0 გაანადგურეს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგეს. გოლების ავტორები, სონი, იან ვერტონგენი და ფერნანდო ლორენტე გახდნენ. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ სახიფათო მომენტები ჰქონდა დორტმუნდსაც, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა.
ასევე ძალიან საინტერესო გახლდათ აიაქსისა მადრიდის რეალის დაპირისპირება. შეხვედრაში ფავორიტად ლიგის მოქმედი ჩემპიონები მიიჩნეოდნენ, რაც ნაწილობრივ გამართლდა კიდეც, თუმცა ჰოლანდიელთა თამაშმა თითოეული მაყურებელი ნამდვილ აღფრთოვანებაში მოიყვანა. აიაქსმა საბოლოოდ რეალთან 1-2 წააგო, რომელ მარცხშიც უდიდესი როლი რეალის გამოცდილებამ და კლასმა იქონია, თუმცა ამსტერდამელებმა 90 წუთის განმავლობაში საოცარი მატჩი ჩაატარეს, სათამაშო კომპონენტებში სამეფო კლუბი პირწმინდად დაჯაბნეს, თუმცა უამრავი მომენტის გამოუყენებლობის გამო საბოლოოდ დამარცხდნენ. ორივე დაპირისპირების განმეორებითი შეხვედრა 5 მარტს, 00 საათზე იგეგმება.