ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. სამარცხვინო მატჩი ჩაატარა, ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, სამეფო კლუბმა მადრიდის რეალმა. რეალი სახლში სანტიაგო ბერნაბეუზე მოსკოვის ცეესკასთან უშანსოდ 3-0 განადგურდა. მოსკოველთა მხრიდან გოლები ჩალოვმა, შენნიკოვმა და სიგურდსონმა გაიტანეს. ერთადერთი შეხვედრა სადაც მერვედფინაისტის ბედი წყედბოდა, შახტარისა და ლიონის დაპირისპირება. დონეცკელებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ გაამრჯვება სჭირდებოდათ, ხოლო ლიონს ფრეც აწყობდა. უკრაინელებმა აქტიურად დაიწყეს და 22 წუთზე მორაეშის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ლიონი გააქტიურდა და მომენტს მომენტზე ჰქმნიდა. საბოლოოდ ფრანგებმა მიზანს 65-ე წუთზე მიაღწიეს, მემფის დეპაის პასით გოლი ნაბილ ფეკირმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა.