ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ ჩემპიონთა ლიგაზე, ჯუგუფური ეტაპის მეხუთე ტურის პირველი სათამაშო დღე გაიმართა, სადაც 8 მატჩი გაიმართა. 2 დაპირისპირება შედარებით ადრე დაიწყო, გალათასაირსა და ბიურგეს მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. თურქებმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნეს და თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდნენ, თუმცა 92 წუთზე დიატამ გათანაბრება შეძლო ბელგიურ გუნდს ჯგუფში მესამე ადგილი შეუნარჩუნა.
მეორე შეხვედრაში ლოკომოტივმა ლევერკუზენს უმასპინძლა და უშანსოდ 0-2 დამარცხდა. გერმანულმა გუნდმა კარგად ითამაშა და ჟემალედტინოვისა ავტოგოლითა და ბენდერის გოლით მიზნის მიღწევა შეძლო.
საინტერესო გამოდგა დღის ცენტრალური დაპირისოურება, მადრიდის რეალმა პარიზ სენ ჟერმენს უმასპინძლა. სამეფო კლუბს აშკარად ზინედინ ზიდანის ხელი დაეტყო, თეთრებმა მთელი შეხვედრა კარგად ჩაატრეს, თუმცა ბოლოს აშკარად მოდუნების გამო მატჩი ვერ მოიგეს. ბენზემას დუბლით რეალი 80-ე წუთისთვის იგებდა, თუმცა ჯერ 81-ე წუთზე შემდეგ კი 83-ზე ფრანგებმა კონტექსტიდან ამოვარდნილი ორი გოლი გაიტანეს და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს. მეორე ყველაზე საინტერესო მატჩი ტურინში შედგა, სადაც იუვემ ატლეიკო მადრიდს უმასპინძლა. შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო ნაკლებად შედეგიანი გამოდგა, ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი პაულო დიბალა გახდა, რომელმაც ბწყინვალე საჯარიმო დარტყმით იტალიურ გრანდს მოაგებინა.
მორიგი შოუ დადგა რობერტ ლევანდოვსკიმ, პოლონელი ფორვარდი, ალბათ დღეს დღეისობით საუკეთესო ფორმაშია და ოქროს ბუცის მოგების მთავარ ფავორიტადაც ლოგიკურად მიიჩნევა. ბაიერნი სტუმრად ცრვენა ზვეზდას ეწვია და 0-6 გაანადგურა, აქედან 4 გოლი კი სწორედ რეკორდმაისტერის 9-იანმა მიითვალა. ლევანდოვსკიმ ეს 4 გოლი 53- დან 68 წუღამდე, 15 წუთიან ინტერვალში შეასრულა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სწრაფი პოკერია.
მარტივად მოიგო ატალანტამ, რომელმაც სახლში დინამო ზაგრებს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ბერგამოელებმა პლეიოფში გფასვლის შანსი შეინარჩუნეს. ბოლო ტურში იტალიური კლუბი შახტარს ეწვევა, რომელიც მათ 2 ქულით აღემატება და გამარჯვების შემთხვევაში გადაუსწრებს კიდეც. მათი კონკურენტი ზაგრების დინამო სახლში მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს და მოგება, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება.
თავის მხრივ სიტიმ სახლში შახტართან ფრე 1-1 ითამაშა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. გატანილი გოლების ავტორები გიუნდოგანი და სოლომონი გახდნენ.
ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი მატჩი მოიგო ტოტენჰემის დამრიგებლის სტატუსით ჟოზე მოურინიომ. სპურსი სახლში ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ 0-2 აგებდა დაქაჩვა და საბოლოოდ 4-2 გამარჯვება შეძლო. 2-ჯერ თავი კეინმა, თითო თითო ჯერ კი დელე ალიმ და სერჟ ორიემ გამოიჩინეს.