ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. ბარსელონასა და აიაქსის შემდეგ ნახევარფინალში კიდევ ორი გუნდი გავიდა. დღის პირველი მატჩი პორტუგალიაში დრაგაოზე გაიმართა, სადაც პორტუმ ლივერპულს უმასპინძლა და 1-4 განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ, ანგარიში ლივერპულმა გახსნა - მოჰამედ სალაჰის პასით ახლო მანძილიდან სადიო მანემ გაიტანა.მეორე გოლის დროს ლივერპულმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა - ალექსანდერ-არნოლდმა მოჰამედ სალაჰი კასილიასთან პირისპირ გაიყვანა და ეგვიპტელმაც უპირატესობა ორამდე გაზარდა. 68-ე წუთზე მასპინძლებმა ერთადერთი გოლის გატანა შეძლეს, რომელიც კუთხურიდან ედერ მილიტაომ მოახერხა. რამდენიმე წუთში 2 ბურთიანი უპირატესობა რობერტო ფირმინომ დააბრუნა, რომელმაც ჰენდერსონის გადაცემა გამოიყენა. მატჩში წერტილი ვირჯილ ვან დაიკმა დასვა, რომელმაც გოლი კუთხურიდან გაიტანა. ამგვარად ლივერპული ორი მატჩის ჯამში 6-1 ნახევარფინალში გავიდა და კატალონიის ბარსელონას დაუპირისპირდება. საოცარი მატჩი გაიმართა ეტიჰადზე, სადაც მანჩესტერ სიტიმ ტოტენჰემს უმასპინძლა. შეხვედრის პირველი წუთები, ცალსახად, საუკეთესო გახლდათ. პირველი გოლი მეოთხე წუთზე გავიდა, სადაც რაჰიმ სტერლინგმა მარცხნიდან მოჭრილი დარტყმით უგო ლორისის კარი აიღო. სტერლინგის სწრაფ გოლს მეტოქემაც მალე უპასუხა და ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა სონმა ანგარიში გაათანაბრა. კორეელმა 2 წუთში კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო მე-9 წუთზე სპურსი დააწინაურა. საოცარი სტარტი ამით არ დასრულებულა, 1 წუთსი ანგარიში სიტის პორტუგალიელმა ლეგიონერმა - ბერნარდო სილვამ გაათანაბრა და 11 წუთში მეოთხე გოლი ვიხილეთ. ქაოტური პირველი ტაიმი კვლავ გაგრძელდა, 21-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა სიტი დააწინაურა. შევენებაზე დაფიქსირებული ანგარიში სიტის არ აწყობდა, მანჩესტერლებს მატჩი მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით უნდა მოეგოთ და აუგრომაც სხვაობა ორამდე 59-ე წუთზე გაზარდა. შეხვედრას წერტილი სპურსის ბასკმა ვეტერნამა - ფერნანდო ლორენტემ დაუსვა, რომელმაც გოლი იდაყვით გაიტანა, თუმცა მსაჯმა ჩათვალა, რომ ხელით თამაშს ადგილი არ ჰქონია. მატჩის კულმინაცია 93-ე წუთზე დადგა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რაჰიმ სტერლინგმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მთელმა სტადიონმა გოლი და სიტის გასვლა ნახევარფინალში იზეიმა, თუმცა გუარდიოლას არ გაუმართლა, არბიტრმა კოლეგებთან და ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ გოლი გააუქმა. ამგვარად, სიტიმ მატჩი 4-3 მოიგო, თუმცა წინა შეხვედრაში 1 ბურთიანი მარცხის გამო ასპარეზობას გამოეთიშა და საუკეთესო 4 გუნდში ტოტენჰემი გავიდა.