დღეს თბილისის დროით 23 საათზე ევროპის ყველზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა, მეოთხედფინალური ეტაპის მეორე მატჩებს გამართავს. დღის პირველი მატჩი ტურინში გაიმართება, სადაც იუვენტუსი ამსტერდამის აიაქსს უმასპინძლებს. ჰოლანდიაში შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა და ისედაც აქამდე ფავორიტად აღიარებულ იუვენტუსს კიდევ უკეთესი შანსი გაუჩნდა მომდევნო ეტაპზე გავიდეს. დღევანდელ მატჩში მასპინძელ იუვენტუსს მარტინ კასერესი და მატია პერინი ვერ დაეხმარება. ასევე საეჭვოა ემრე ჩანის, ჯორჯო კიელინის, დუგლას კოსტასა და ბლეის მატუიდის თამაში. აიაქსს მხოლოდ ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ნიკოლას ტალიაფიკო ვერ დაეხმარება, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო დააკლდება. დღის მეორე მატჩი ტურში ცენტრალურია. კატალონიის ბარსელონა მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ინგლისში ოლდ ტრაფორდზე ბარსელონას გამარჯვებით 1-0 დასრულდა, ლუკ შოუმ გოლი საკუთარ კარში გაიტანა. მანჩესტერის რიგებში დღეს დანამდვილებით ერიკ ბაილი, ანდერ ერერა, ლუკ შოუ და ანტონიო ვალენსია ვერ ითამაშებენ. ასევე მატიჩისა და სანჩესის თამაში საეჭვოა. ბარსას რიგებში მხოლოდ რაფინია ვერ ითამაშებს. მიკრო ტრავმების გამო საეჭვოა რაკიტიჩის, რობერტოსა და ვერმაელენის თამაში.