ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობის გამოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ჩემო მეგობრებო, ნუ დაუშვებთ შეცდომას : უდიდეს საფრთხეს არა თავად ვირუსი, არამედ როგორც გლობალურ, ასევე ეროვნულ დონეზე სოლიდარობისა და ხელმძღვანელობის ნაკლებობა ქმნის,“- განაცხადა გებრეიესუსმა. მისივე თქმით, პანდემიას გაყოფილი მსოფლიო ვერ დაამარცხებს. „ტრაგედიაა ის, რომ ვირუსი გვაიძულებს, მოგვენატროს მეგობრები, მას ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამ პანდემიას გაყოფილი მსოფლიოთი ვერ დავამარცხებთ,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 12 631 067 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 562 889 და გამოჯანმრთელებულია 7 366 491 ადამიანი.