"ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის "დავარბოვკებითა" და გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა... " - რას წერდა რამაზ გერლიანი გაუჩინარებამდე 1 დღით ადრე - Palitra News

"ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის "დავარბოვკებითა" და გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა... " - რას წერდა რამაზ გერლიანი გაუჩინარებამდე 1 დღით ადრე

2021-12-20 12:11:28+04:00

ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს.

აღსანიშნავია, რომ რამაზ გერლიანმა გუშინ დილით „ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს. გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

"რახან ამ პოსტს კითხულობთ ... მთლად კარგად არ არაის საქმე... რადგან ახლ უკვე ყველაფერი სულერთია... - იცნობდეთ ამ ნაგავ ბ**ის გაზრდილ ბარიგას... - გაფარჩაკებული, პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი.. ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა. ამ ნაგავმა „პოლიციელმა“ ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავარბოვკებითა და გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა...

14 ნოემბერს შეიარარებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცყოფა... განადგურებული ვარ! ხემ რომ თქვა ცული რას დამაკლებდ ტარად ჩემი ტანი, რომ არ ქონდესო... შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური • State Inspector’s Service, როგორც ჩანს პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით ასევე სხვადასხვა საშუალებით... მ.შ. პერსონალურ ინფორმაციას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ...

სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით, საფუძვლიანია ეჭვი ჩემი კონტროლის მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე).. ისევე როგორც ავტონაწილებს აბარიგებს... არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთავლის, მიყურადების, და სხვა კონტროლის სისტემებს... ჩვენივე ფულით გამომძღარი ასეთი ნაბოზვარი ნაგვები, ნაცვლად იმის გვემსახურონ და ემსახურონ სამართალს დედას უტყნავენ ჩვენ მომავალს... ! განვაცხადე... - პოლიციაში მდორედ მიდის საქმე მიუხედავად იმის, რომ 35 დღეა გასული ჩემი მიმართვიდან (ნაძალადევის მე-7-ე სამმართველო).. გენერალური ინსპექციიდან კონკრეტული ზომების მიღების შესახებ ინფორმაცია არ არის...: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ჩათვალა მათ ქვემდებარე დანაშეულს არ განეკოთნება, ანუ გამოძიება არ დაიწყეს (არადა კოდექსის 1143 მუხლი) პოლიცია მალავს მაგრამ, მე თვითონ დავაიდინთიფიცირე და ვასაჯაროებ ამ ნაგავს... დამარცხება გინდოდათ მე განადგურებული ვარ... დისკრედიტაცია გინდოდათ... ფსკერზე ვარ... ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ ვერ მიიღებთ... კანონი დუმს.. ჩემთვის ყველაფერი სულერთია... ისე ვარ მინდა მეც დავდუმდე ოღონდ სამუდამოდ..." - წერს რამაზ გერლიანი.

ოჯახის ახლობლების თხოვნით, თუ რაიმე სახის ინფორმაციას ფლობთ დარეკეთ ნომერზე: 597146522