"ჩემი სურვილი იყო დედა გათხოვილიყო, არ მინდოდა ეთქვა - შენთვის რაღაც გავწირე" - რაზე ოცნებობს ბიჭი, რომელიც ხაშურის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ცხოვრობს - Palitra News

"ჩემი სურვილი იყო დედა გათხოვილიყო, არ მინდოდა ეთქვა - შენთვის რაღაც გავწირე" - რაზე ოცნებობს ბიჭი, რომელიც ხაშურის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ცხოვრობს

2019-03-26 15:16:29+04:00

18 წლის გიორგი ლაფაჩი ხაშურის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ცხოვრობს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მას და მის ოჯახს სოფელ ერგნეთის დატოვება მოუხდათ.