ამ წუთებში პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში უსმენენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინათინ ბოკუჩავამ მამუკა ბახტაძეს, მის მიერ 2012 წლის აგვისტოს თვეში "ნაციონალური მოძრაობის" 20 000 ლარით დაფინანსების შესახებ ჰკითხა.მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისი ანგარიში გადარიცხვის შესასრულებლად ტექნიკურად გამოიყენეს."ვინ ახსენა, რომ ზეწოლა იყო? არა, ჩემი პირადი ანგარიშის გამოყენება მოხდა ტექნიკურად, ვინაიდან თქვენმა ხელისუფლებამ, იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონოდა დაფინანსების მიღების საშუალება, შეცვალა კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალა თანხის გადარიცხვა" - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.