22:15
22 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
"ჩემი ოცნებაა, საქართველოს მთებში ქეიფი, თუ მართლმადიდებელი გავხდები, ჭეშმარიტი ქართველი ვიქნები" - ამერიკელმა ქალმა ქართულ კერძებზე მეგობრები მიიპატიჟა
31-03-2018

მო კუნინგჰემი ნიუ იორკელი მოგზაურია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევა მსოფლიოს მასშტაბით, გატაცებულია კულინარიით და ერთ-ერთია იმ უცხოელთაგან, რომელიც შეყვარებულია ქართულ სამზარეულოზე. როგორც ირკვევა, მო წლების წინ დაქორწინებული იყო ქართველ მამაკაცზე, რომელთანაც დღემდე ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს. სწორედ მისი დახმარებით აღმოაჩინა ქალმა ქართული კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო. მართალია, საქართველოში ჯერ არ უმოგზაურია, თუმცა დსაუსწრებლად უყვარს ჩვენი ქვეყანა და ამბობს, რომ ოცნებად აქვს ქცეული ამ პატარა ქვეყნის ხილვა.

ერთ დღესაც მშვენიერმა ქალბატონმა გადაწყვიტა საკუთარი კულინარიული შესაძლებლობები ქართული კერძების მომზადებაში გამოევლინა და ქართულ სუფრაზე საკუთარი მეგობრები მიიწვია! შემდეგ კი მის მიერ გაწყობილი სუფრა ვიდეოზე აღბეჭდა და მეგობრებს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა. აი რას წერს ვიდეოს კომენტარში მო კუნინგჰემი:

"Didimadalopt! საქართველოს შესახებ ჩემი მეუღლის ელდარ შარაშენიძისგან შევიტყვე. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში! დიდი ხანია ერთად აღარ ვართ, მაგრამ ვრჩებით დიდ მეგობრებად. პირველად ხაჭაპურის გაკეთება ვისწავლე... ის ჩემი ჩემი დისშვილებისა და ძმისშვილების საყვარელ საჭმელად იქცა და ყოველთვის მთხოვენ მის მომზადებას, როცა სტუმრად მოდიან. ამის შემდეგ კი ელდარისგან სხვა ქართული კერძების მომზადებას ვისწავლე. აქ არის ყველაფერი ქართული, რაც მე ასე ძალიან მიყვარს! საქარტველოში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს უახლოეს გეგმებში შედის ვესტუმრო ამ ქვეყანას. ეს სუფრა გავაკეთე სამეგობროს ტრადიციის ფარგლებში, როცა თვეში ერთხელ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ვაცნობთ ერთმანეთს. ერთხელ როცა ჩემს ამერიკელ მეგობართან ხაჭაპური ვახსენე ის გაოცდა და მითხრა, რომ ნიუ იორკში მეგობართან ერთად აპირებდა ევახშმა ქართულ რესტორანში! მან მითხრა რომ გიჟდება ქართულ საჭმელზე!

როცა სუფრა გავაწყვე და ეს ვიდეო გადავიღე, გავუზიარე ჩემს ქართველ მეგობრებს ფეისბუქზე, შემდეგ ელდარმა გაუზიარა ის თავის მეგობრებს და ასე გავრცელდა ვიდეო ათასობით ადამიანზე

ვგიჟდები ქართულ სამზარეულოზე, კულტურაზე და განსაკუთრებით ქართველ ხალზე! სხვათაშორის, ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ იმდენად კარგად ვამზადებ ქართულ კერძებს და ვცეკვავ ქართულ ცეკვებს, რომ უკვე დავემსგავსე ქართველს და თუ მართლმადიდებელი გავხდები, ჭეშმარიტი ქართველი ვიქნები! მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა იმ ქვეყნის სილამაზეს ვიხილავ, რომელსაც საოცარი ამბებით და სიმღერებით ვიცნობ. ჩემი ოცნებაა, საქართველოში ჩამოსვლა და მის მთებში ქეიფი! Garmajous" - წერს მო კუნინგჰემი.

წყარო: georgianjournal.ge

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
TSURA
11-04-2018
LOVE. YOU❤️❤️❤️MOO DZALIAN GVIKVARXAAAARSAD ARIAN CHVENI. JURNALISTEBI,SAOTRAD SAINTERESO IQNEBA MIITVION MOO. GADATEMEBSHI.NANUKA. GIA. SADA. XAAART
ჯულიეტა
01-04-2018
მთელი გულისყურით ვკითხულობდი ამ სტატიას და გული მისაფმი სიხარულით კეთილშობილებით ამევსო, კეთილი შურით ვიფიქრე,ის უკვე ჩემზე უკეთესი ქართველია... და აი აქ კი ვიტირე,სადაც ის ამბობს მართლმადიდებელი თუ გავხდები ჭეშმარიტი ქართველი ვიქნებიო...გესმით ხალხოოო რას ნიშნავს ეს,ჩემი გული სევდამ და სინანულმა მოიცვა ,როგორ მიგატოვეთ ჩემო საქართველო,ვინ ვართ ჩვენ ამ სხვის ქვეყნებში ,სხვის ტრადიციებზე და სხვის ოჯახებში, შეფარებული მართლმადიდებელი ქრისტიანები? ვართ კი ქართველები?თუკი ვქართველობთ ისე მაინც როგორც იმ ქართველმა მოაქცია და შეაყვარა საქართველო ამერიკელს,მაშინ არაგვიშავს რა,ხმამაღლა შეგვიძლია ვიყვიროთ ევროპის შუაგულში დიდი სიხარულით რომ ,მე ქართველი ვარ რათა ეშმაკის ტარტაროზები დაფრთხენ და კსიკეთითა და სიყვარულით აღივსოს ქვეყნიერება,მსოფლიოში გაბნეული ქართველებით...რადგან გახსოვდეთ ყველგან,ჩვენი მოძღვრების დარიგებები...სადაც არ უნდა იყოთ...გულით რომ იტყვი ქართველი ვარო ეშმაკი მარტო ამ სახელის გაგონებაზე კანკალებს და თრთისო და შენ წარმოიდგინე როცა გულით იტყვი,მე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარო,და დაამოწმებ,ყოველდღიურ ცხოვრებაში.იხარეთ ქართველებო ქრისტეში.ამინ.
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები