ჩემი მთავრობა ებრძვის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა. პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ ”დღეს საქართველოს მთავრობა არის მძევალი ამერიკის საელჩოს და ამერიკის ელჩის”. ტრისტან წითელაშვილმა თსუ-ში დასავლური საფრთხეების განხილვისას თქვა, რომ შტატების ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა, რომ იან კელი პანკისის ხეობაში სირიიდან დაბრუნებულ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს შეხვდა. როგორც უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება იმ განცხადებებს, რომლებიც უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა.