ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა თბილისის მთავარ სამმართველოში დასრულდა. გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც ბაგრატიონ-გრუზინსკიმ გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი მთავარი მიზანი არ არის ყოფილი მეუღლის დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამართლებრივი პასუხისგება, არამედ მისი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა ,თუმცა რას გულისხმობს ეს სიმართლე, იგი არ აკონკრეტებს. გამოძიებას 2014 წელს მასზე განხორიელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან ჰქონდა კითხვები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მას ფიზიკური დაზიანებები სავარაუოდ ბლაგვი საგნით, ყოფილმა მეუღლემ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მიაყენა. ადვოკატების ინფირმაციით, ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს დასკვნაც არსებობს.