PalitraNews-ის ინოვაციური პროექტი "ჩემი კითხვა" ყოველ პარასკევს, 20:00-ზე გადის. გადაცემის საშუალებით პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. ჩვენი მაყურებლის შეკითხვებს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა პასუხობს.