04:14
19 მაისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
25-01-2022

ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება.

სააკაშვილის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში არ არის, თუმცა „ყურსაც არ იბერტყავენ”.

„ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე.

არამგონია, რომ ეს კლეპტოკრატიული ხელისუფლება არ იყოს საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყურსაც არ იბერტყავენ. რაც არ უნდა ჩუმად იყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც დაგეგმა.

დღეს რომ იქ უკვე პორტი იდგას, რომლის აშენებასაც 2013 წლის ბოლომდე ვგეგმავდით და ქალაქი იყოს გაშენებული, ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ ანექსია და ახლა პრაქტიკულად მიტოვებულ ადგილს მიუერთებენ ოკუპაციის ზონას ისე, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერც მიხვდება, რატომ ვჯავრობთ რამდენიმე კილომეტრზე, რომელსაც მაინც ვერ ვიყენებთ.

სხვათაშორის, რუსებს ეს გეგმა 2009 წელსაც ჰქონდათ და მაშინ ეს თავიდან ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ჩარევით ავიცილეთ”, - წერს სააკაშვილი.

AutoPlay
მიხაილო პოდოლიაკი - მოლაპარაკებები ძალიან რთულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
თურქეთში, ტრაპიზონთან ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ - დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
მარია ზახაროვა - რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო "სიურპრიზს" ჰპირდება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
უკრაინულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დემენტივკა გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
პროკურატურა - დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ჰჰჰჰ
27-01-2022
რუსებისგან და ბიძია თემურისგან ყველაფერი იცის მიშამ. პუტინის ხელის ბიჭი იყო და დარჩა. და, კიდევ, ასე უნდა რომ მოიქცეს რუსეთი, აწყობს მიშას. ვერ მოესწრები სულელო!
ხა! ხა! ხა!
26-01-2022
ეს ინფორმაციები ციხეში საიდან მოსდის. პრესკონფერაციაზეა, თუ ციხეში, იზოლაციაში.
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები